Independent Forest Monitoring







English

სიახლე

 მოწვევა შეხვედრაზე

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ - პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქუჩიშვილის ქ. 24/8), 13.00-დან-15.00 სთ-მდე,

2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად““, რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.

ეს გამოცემა 2007 წლის ანგარიშის ერთგვარი გაგრძელებაა. გამოცემაში აღწერილია ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების (თბილისის წყალი, საქწყალკანალი, მცხეთაწყალკანალი და რუსთავწყალკანალი) პროცესის და რამოდენიმე უკვე გასხვისებული საწარმოს (ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, მადნეული და კვარციტი) მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: თბილისი, 0179, ფალიაშვილის ქ.№27/29, II სართული
ტელ (+995 32) 29 27 73, ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org; nksovreli@greenalt.org
 

უკან
სიახლე
09-07-2010
Multiplex Energy Limited: მთავრობისგან მიღებული უკვე ცნობილი და დღემდე უცნობი შეღავათები: 2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები. ვრცლად
11-06-2010
ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით ვრცლად
27-04-2010
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ - პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში ვრცლად
25-02-2010
ა.წ. 22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. ვრცლად
 არქივი
Copyright © Green Alternative. All rights reserved