Independent Forest Monitoring







English

სიახლე

მრგვალი მაგიდის შეხვედრა ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების
პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით

ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა „ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროექტ“-თან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება სოფ. დიდი ლილოს და ნორიოს თემის ტერიტორიებზე.

შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტთან დაკავშირებული პრობლემები. ქ. თბილისის მერიის მიერ პროექტი ხორციელდება სოფ. დიდი ლილოს მაცხოვრებლების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, რაც მათი საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

პროექტის მთლიანი ღირებულება საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პროექტით გათვალისწინებულია ქ. თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 94 ჰა მიწის ნაკვეთზე თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობა. ნაგავსაყრელის პოლიგონი დაახლოებით 7 კმ-ით არის დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემულ (2010 წლის, 24 მარტი) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომებიდან 10-12 კმ-ის რადიუსში პოლიგონის მოწყობა დაუშვებელია.
შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.


11 ივნისი, 2010 წელი, 15:00 საათი
საქარტველოს ორჰუსის ცენტრი
თბილისი, გულუას ქ. 6 (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმდებარედ)
 

უკან
სიახლე
09-07-2010
Multiplex Energy Limited: მთავრობისგან მიღებული უკვე ცნობილი და დღემდე უცნობი შეღავათები: 2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები. ვრცლად
11-06-2010
ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით ვრცლად
27-04-2010
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ - პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში ვრცლად
25-02-2010
ა.წ. 22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. ვრცლად
 არქივი
Copyright © Green Alternative. All rights reserved