სიახლე
| 16-11-2009
|
|
ამა წლის 19 ივნისს "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" შეხვედრა/პრეს-კონფერენცია ბორჯომ-ხარაგაულისს ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო დახმარება ეროვნული პარკის საზიანოდ არ უნდა დაიხარჯოს
ვრცლად
|
| 06-11-2009
|
|
2009 წლის 5 ნოემბერს, პრაღის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის “გლოპოლის”-ისა და “ორჰუსის ცენტრი საქართველოში”-ს ორგანიზებით, ორჰუსის ცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე “უნდა იყოს, თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ჩართული პოლიტიკის განსაზღვრაში?” – ჩეხეთის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის გამოცდილების გაზიარება ადვოკატირებაში.
ვრცლად
|
| 05-11-2009
|
|
დამფინანსებლები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ინტერესებს დაიცავენ
ვრცლად
|
| 02-11-2009
|
|
საერთაშორისო კამპანია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დასაცავად -ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network) ჩაება მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის"ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში.
ვრცლად
|
| 30-10-2009
|
|
მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" საერთაშორისო ორგანიზაციები შეუერთდნენ. კამპანია მიზნად ისახავს, რომ პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელმა – PAN Parks Foundation – კამპანიის მხარდამჭერი წერილით მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.
ვრცლად
|
| 14-10-2009
|
|
მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებს "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" დაკავშირებული პრობლემის გამო
ვრცლად
|
| 08-09-2009
|
|
კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" განცხადება საერთაშორისო დახმარებით დაგეგმილი პროექტის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ზეგავლენის თაობაზე
ვრცლად
|
| 31-08-2009
|
|
მწვანე ალტერნატივას განცხადება ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 2009 წლის 22 აგვისტოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 22 სექტემბერს 12 საათზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაიმართება.
ვრცლად
|
| 14-08-2009
|
მწვანე ალტერნატივას განცხადება აჭარის ავტონიმიურ რესპუბლიკაში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით
2009 წლის 10-11 აგვისტოს ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში გაიმართა პროექტის “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მეორე საჯარო განხილვა. იგეგმება პროექტის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ (გათვალისწინებულია 7 მილიონი ევროს გამოყოფა: 4 მილიონი ევრო - გრანტი და 3 მილიონი ევრო - სესხი).
ვრცლად
|
| 30-07-2009
|
კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოსა და მოსახლეობაზე
მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა.
ვრცლად
|
| 16-06-2009
|
მწვანე ალტერნატივა აპროტესტებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას
ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 11 ივნისს გამოაცხადა აუქციონი ხე–ტყის დამზადების გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. გასაყიდ ობიექტებს წარმოადგენენ ამბროლაურის რაიონის ტყის ფართობები. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა ხელყოფა ადამიანების უფლებისა, მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც დაირღვა ქვეყნის კანონმდებლობა. გარემოსთან, ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალედ მიღება ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ხელს უწყობს კორუფციის შესაძლებლობის გაჩენას, საზოგადოებაში დაძაბულობის კერის გაღვივებას და საკითხის პოლიტიზირებას
ვრცლად
|
| 16-06-2009
|
|
რას უპირებს ხელისუფლება რაჭას? უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არ შეესაბამება მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებს: დიდი ჰესები, ხე–ტყის სამრეწველო ჭრა და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რასაც ხშირად სტიქიური პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ახლავს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება არ გამოუჩენია.
ვრცლად
|
| 10-04-2009
|
|
მწვანე ალტერნატივას განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული გადაცემის თაობაზე
ვრცლად
|
| 10-04-2009
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის მხარეებიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად.
ვრცლად
|
| 06-04-2009
|
|
ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 29 აპრილს გაიმართება შეხვედრა თემაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში".
ვრცლად
|
| 17-02-2009
|
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” გაცნობებთ რომ, ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი შენიშვნები წარმოდგენილ შეფასებასთან დაკავშირებით 2009 წლის 10 მარტის ჩათვლით მისამართზე: greenalt@greenalt.org
|
| 08-12-2008
|
|
ა.წ. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 14.00 საათზე "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის" კოალიცია გამართავს სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაციას.
ვრცლად
|
| 08-12-2008
|
|
ლენტეხის მოსახლეობის თხოვნით, ვავრცელებთ შემდეგ განცხადებას:
ვრცლად
|
| 05-12-2008
|
|
მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშული აუქციონის გაუქმება.
ვრცლად
|
| 28-11-2008
|
|
ა.წ. 2 დეკემბერს სასტუმროში ”ვერე პალას”-ში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ თავისი ახალი ანგარიშის “ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში” პროექტს.
ვრცლად
|
| 12-11-2008
|
|
ასოციაცია მწვანე ალტარნატივა წარმოგიდგენთ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის სფეროშიჩატარებულ სამი კვლევის პროექტს (პოლიტიკის, სამართლებრივ და ეკონომიკურ ანალიზებს).
ვრცლად
|
| 19-09-2008
|
|
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული 20 წლიანი ლიცენზიების გაუქმების საკითხი განიხილა
ვრცლად
|
| 12-09-2008
|
|
ა.წ. 15 სექტემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს მწვანე ალტერნატივას სარჩელს
ვრცლად
|
| 22-07-2008
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”
ვრცლად
|
| 18-07-2008
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”
ვრცლად
|
| 14-07-2008
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გაცნობებთ: იწყება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვა. გთხოვთ იხილოთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია.
ვრცლად
|
| 19-05-2008
|
|
2008 წლის 16 მაისს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა მორიგი შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!”.
ვრცლად
|
| 05-05-2008
|
|
ამა წლის 2 მაისს დიუმას ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!”
ვრცლად
|
| 30-04-2008
|
|
საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს მწვანე ალტერნატივას მოთხოვნას, გაუქმდეს 2007 წლის 1 მაისს აუქციონის შედეგად გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიები.
ვრცლად
|
| 21-03-2008
|
|
ა.წ. 21 მარტს, მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მთავრობის პროგრამასთან - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - დაკავშირებით.
ვრცლად
|
| 08-02-2008
|
|
ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც ამა წლის 18 და 19 თებერვალს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.
ვრცლად
|
| 21-01-2008
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მოამზადა კითხვები და შენიშვნები საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
ვრცლად
|
| 21-01-2008
|
|
ა.წ. 14 იანვარს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის პასუხი მწვანე ალტნატივას მიერ მინისტრის სახელზე გაგზავნილი საჩივრის თაობაზე.
ვრცლად
|
| 28-12-2007
|
|
მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო! ა.წ. 24 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა წერილი, რომელიც წარმოადგენს პასუხს მწვანე ალტერნატივას მიერ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაზე „შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“.
ვრცლად
|
| 25-12-2007
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივას წერილი საქართველოს სახალხო დამცველს, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
ვრცლად
|
| 27-11-2007
|
|
შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს
ვრცლად
|
| 19-11-2007
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს
ვრცლად
|
| 02-11-2007
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივას განცხადება: ახალი "ტყის კოდექსის" შემუშავებასთან დაკავშირებით
ვრცლად
|
| 26-09-2007
|
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივას განცხადება: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფორმალური კონსულტაციების შესახებ
ვრცლად
|
| 03-07-2007
|
|
ღია წერილი ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს, თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით
ვრცლად
|
| 05-06-2007
|
|
ა.წ. 29 მაისს სასტუმრო სიმპატიაში გაიმართა ე.წ. მაღალი დონის შეხვედრა “საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”
ვრცლად
|
| 25-05-2007
|
|
2007 წლის 25 მაისს თბილისში, ალექსანდრე დიუმას ცენტრში გაიმართა სამეცნიერო სამინარი „საქართველოს ტყეების მნიშვნელობა, რეალობა და პერსპექტივა“. (იხილეთ თანდართული დღს წესრიგი და მონაწილეთა სია).გთხოვთ შემოუერთდეთ დეკლარაციას
ვრცლად
|
| 25-04-2007
|
|
გარემოს დამცველთა ჯგუფმა გადაწყვიტა ღია წერილით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სატყეო სექტორში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო.ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, ვინც იზიარებენ წერილის შინაარსს, შეუძლიათ შემოუერთონ ხელმოწერები ამ წერილს ერთი კვირის განმავლობაში.
ვრცლად
|
| 21-12-2006
|
|
რა ელის საქართველოს ტყეებს?!
ვრცლად
|
| 12-10-2006
|
|
საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის შეფასებითი ანგარიში
ვრცლად
|
| 20-04-2006
|
|
"ლიცეზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
ვრცლად
|
| 06-03-2006
|
|
სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა
ვრცლად
|
|
სიახლე
| 09-07-2010
|
|
Multiplex Energy Limited: მთავრობისგან მიღებული უკვე ცნობილი და დღემდე უცნობი შეღავათები: 2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები.
ვრცლად
|
| 11-06-2010
|
ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით
ვრცლად
|
| 27-04-2010
|
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ - პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში
ვრცლად
|
| 25-02-2010
|
|
ა.წ. 22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს.
ვრცლად
|
არქივი |