![]() |
![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
შავი ზღვის რეგიონული ელქტროგადაცემაპროექტს აფინანსებენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW). მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციების ფონდიდან გამოყოფილია 8 მილიონი ევრო გრანტის სახით, ხოლო მშენებლობისათვის დაგეგმილია 250 მილიონი ევროს კრედიტის სახით გამოყოფა ამავე საფინანსო ინსტიტუტების მიერ. „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის“ ფარგლებში გათვალისწინებულია 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის/მშენებლობა (გარდაბანი-ახალციხე, ზესტაფონი-ახალციხის, ახალციხე-თურქეთის საზღვრის მონაკვეთების რეაბილიტაცია/მშენებლობა და 500 კვ-იანი ქვესადგურის (მუდმივი დენის ჩანართით) მშენებლობა). მომზადებულია პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების (ბსგზშ) ანგარიში. ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ანგარიშის წინასწარი საჯარო განხილვა 2009 წ. 22 ივნისს სასტუმრო "თბილისი შერატონში". გარდა ამისა, პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშის ოფიციალური საჯარო განხილვები გაიმართა: 29 ივნისს - ქ. მარნეულში, გამგეობის შენობაში; 30 ივნისს- ქ. ბორჯომი, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში; 1 ივლისს - ქ. ახალციხეში, გამგეობის შენობაში; 2 ივლისს - ქ. თბილისში, ენერგეტიკის სამინისტროს შენობაში. წარმოდგენილ ბსგზშ ანგარიშზე შენიშვნები მოამზადეს მწვანე ალტერნატივამ (იხ. www.greenalt.org) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. |
|
Copyright © Green Alternative. All rights reserved |