Independent Forest Monitoring





რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელი

პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით და სხვა დონორების (SIDA, BP) კრედიტით (1,6 მლნ ევრო) და გრანტებით (2,7 მლნ ევრო).

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში BTC (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური მილსადენი) ობიექტებიდან მყარი არასახიფათო ნარჩენების განსათავსებლად ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას და ოპერირებას. გარდა ამისა, BTC-მ საქართველოს მთავრობის დავალებით შეასრულა რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის ნაგავსაყრელის საპროექტო და ბსგზშ ანგარიშის შემუშავების სამუშაოები. ახალი მუნიციპალური ნაგავსაყრელი (რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელი) განთავსდება რუსთავიდან 5 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით და დაახლოებით 1კმ დაშორებით სოფ. ახალი რუსთავიდან.

საქართველოში, რუსთავის მახლობლად არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში


პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Barkwatch network)
Copyright © Green Alternative. All rights reserved