Independent Forest Monitoring





ონის ჰესების კასკადი

პროექტი გულისხმობს რაჭაში, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას. გეგმის მიხედვით, ჰესის წყალსაცავის სავარაუდო მოცულობა იქნება 210 მილიონი მ3, დადგმული სიმძლავრე - 272 მეგავატი. წყალსაცავი დაიკავებს ტერიტორიას სოფელ ჭიორადან სოფელ გლოლამდე (ონის რაიონი).

2008 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის დამხარების სახით შეპირებული 4,55 მილიარდი დოლარიდან 50 მილიონ ევრო განკუთვნილია ამ პროექტისათვის, რასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს კერძო სექტორისათვის.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ამ პროექტის განხორციელების ინტერესის გამოხატვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტს მხარს უჭერს როგორც EBRD, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

2009 წლის 18 ივნისს "თავისუფალი აზრის სახლში" და 26 ივნისს კინოს სახლში გაიმართა საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები, რომლებიც აპროტესტებდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებას.

მწვანე ალტერნატივას პოზიცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით იხილეთ: www.greenalt.org

რუკა 1რუკა 2რუკა 3


პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Barkwatch network)
Copyright © Green Alternative. All rights reserved