Independent Forest Monitoring





ხუდონის ჰესი

პროექტი გულისხმობს მდინარე ენგურზე, ენგურჰესის ზემოთ, ხუდონის 700 MW ჰესის მშენებლობას. პროექტის ბსგზშ წინასწარი ანგარიში განთავსებულია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.minenergy.gov.ge). ანგარიშის განხილვები გაიმართა 2008 წლის ივლისში ზუგდიდში, ხაიშში, მესტიასა და თბილისში. წინასწარი სამუშაოების (წინასწარი ტექნიკური კვლევები, გადასახლების სამოქმედო გეგმისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება) დაფინანსება ხორციელდება 2005 წლის მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტით.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ხუდონ-ჰესის ბსგზშ-ის ანგარიშისა და გადასახლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნება და საზოგადოებრივი განხილვების დაწყება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდებზე: www.greenalt.org და www.bankwatch.org.


ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება საბოლოო ანგარიში

ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება საბოლოო ანგარიში მოკლე მიმოხილვა

ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება (საბოლოო ანგარიში)

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელი-ს კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე


პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Barkwatch network)
Copyright © Green Alternative. All rights reserved