Independent Forest Monitoring





სამცხე-ჯავახეთის ავტომაგისტრალი

პროექტი ფინანსდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოსთვის შეპირებული 4,55 მილიარდიან დახმარებაში ამ პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით გამოყოფილია 60 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაცემულია 2007 წლის 8 ივნისს.

პროექტის მიზანია რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენა. პროექტის საერთო ღირებულებით 183,6 მილიონი აშშ დოლარი, პროექტი ითვალისწინებს 223,9 კმ გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები: ,,აშტრომ ინთერნეიშენელი" (ისრაელი), ერთობლივი საწარმო ,,პაპენბურგ/ბლექ სი ჯგუფი" (გერმანია-საქართველო) და „აზერინშაათსერვისი" (აზერბაიჯანი).

საქართველოს ათასწლეულის ფონდმა და მისმა კონტრაქტორმა კომპანიამ - ,,თბილისის სატიტულო კომპანიამ“ მოაწყვეს პროექტის საჯარო საკონსულტაციო შეხვედრები: 12 ივნისს, სოფ.. კოდის პოლიციის შენობის სააქტო დარბაზში; 18 ივნისს, 14:00 სთ-ზე, სოფელ თმოგვის საკრებულოს შენობაში; 19 ივნისს, ახალქალაქის საკრებულოს შენობაში.

მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის N 496 განკარგულებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა კონტრაქტორი ამხანაგობა “პაპენბურგ ბლექსი ჯგუფი”.

სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება ნაწილი I,  ნაწილი II


პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Barkwatch network)
Copyright © Green Alternative. All rights reserved