Independent Forest Monitoring





აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი

აღმოსავლეთ-დასავლეთი ავტობანის მშენებლობა დაყოფილია რამდენიმე პროექტად (მონაკვეთად): იგოეთი-სვენეთი, სვენეთი-რუისი, სვენეთი-რიკოთი მონაკვეთები, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, რომლებიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის კრედიტების მეშვეობით (მეორე ფაზა – 20 მლნ აშშ დოლარი; მესამე ფაზა – 160 მლნ აშშ დოლარი); ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია მონაკვეთი, რომელიც ფინანსდება იაპონიის განვითარების სააგენტოს (JICA) მიერ (180 მლნ აშშ დოლარის კრედიტი).

3 ივნისს ხაშურის გამგეობის შენობაში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (გვირაბის ჩათვლით) მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა.

23 ივნისს გაიხსნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთზე მარჯვენა მიმართულების გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით დასრულდა. პარალელურად, განხორციელდება გზის მოდერნიზაციის სამუშაოები მარცხენა მიმართულებაზე.

29 ივნისს, ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა.

30 ივნისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა.
 

E-60 საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის (კმ 56 – კმ 80) მოდერნიზაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების პროექტი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში (პროექტი)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალური საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის მონაკვეთზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება I ნაწილი;  II ნაწილი

E- 60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი – ქუთაისი – სამტრედიის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტი, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება და ალტერნატივების ანალიზი

E60 თბილის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღაიანი-იგოეთის მონაკვეთის რეკონსტრუქცია გარემოს დაცვის მენეჯმენტის გეგმა
 


პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Barkwatch network)
Copyright © Green Alternative. All rights reserved