აჭარის მყარი ნარჩენების მართვა
პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD), საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წარმოადგენენ შესაბამისად, მსესხებელსა და ქვემსესხებელს. დღეის მდგომარეობით, დაგეგმილია პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონ ევრომდე სესხის გამოყოფა, ხოლო გრანტის სახით გამოყოფილი თანხა 4 მილიონი ევროა.
პროექტის საერთო მიზანია მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება აჭარაში. ამ მიზნის მიღწევა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:
• ნაგავსაყრელის მოწყობა არასახიფათო ნარჩენების შესახებ ევროკავშირს 99/31/EC დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად;
• სტანდარტებთან შეუსაბამო ბათუმის და ქობულეთის ნაგავსაყრელების დახურვა და დახურვისშემდეგომი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;
• მყარი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების სისტემის შემუშავება.
• ნარჩენების მართვის ახალი კომპანიის შექმნა, რომელიც მოახდენს ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციას;
პროექტის ბსგზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა 2009 წლის 22–23 თებერვალს (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი). მეორე საჯარო განხილვა დანიშნულია 10–11 აგვისტოს (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი). აქვე გაიმართება პროექტთან დაკავშირებული მიწის შესყიდვის და განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის პროექტის განხილვა.
ამ პროექტთან დაკავშირებული მწვანე ალტერნატივას შენიშვენები იხილეთ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org
აჭარა, მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, არატექნიკური რეზიუმე - გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისათვის
აჭარა, მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება
ტერიტორიის შერჩევა ნაგავსაყრელის ასაშენებლად დანართი #1
საბაზისო მონაცემები და სოციალური პირობები დანართი 2
საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და საჯარო განხილვების გეგმა დანართი 3
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და მონიტორინგის გეგმა დანართი 4
მიწის მფლობელობა და ექსპლუატაცია დანართი 5
ადამიანის ჯანმრთელობაზე და საცხოვრებელ გარემოზე ზემოქმედების არე და რეკომენდაციები საქმიანობათა შეზღუდვაზე სანიტარული დაცვის ზონაში დამატება 1.
საზოგადოებრივი კონსულტაციების პროცესი დამატება # 2
სათბური გაზების შეფასება და რესურსების გამოყენება დამატება #3
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელი-ს შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელი-ს შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე
მწვანე ალტერნატივას განცხადება აჭარის ავტონიმიურ რესპუბლიკაში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით